logo_geo
ნანა კაკაბაძე: კანონის ლიბერალიზაციამდე, უნდა გაირკვეს, რის გამო არიან ადამიანები დამოკიდებული წამალზე...
- +

27 იანვარი. 2018. 16:32


 

„კანონი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ბევრ ქვეყანაში ლმობიერია, არ ისჯება, თუ ეს ნარკოტიკი არის ერთჯერადი მოხმარების. თუმცა, ასევე არის დემოკრატიული ქვეყნები, სადაც ეს არის დასჯადი", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა და ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

 

„კანონის ლიბერალიზაცია ასე მარტივად არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. ჩვენ როდესაც ევროსაბჭოს წევრი გავხდით, მაშინაც იყო ასეთი მიდგომები. უპირველეს ყოვლისა, სანამ კანონის ლიბერალიზაცია მოხდება, უნდა მოხდეს სრული აღწერა წამალზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობისა, შემდგომ - რა განაპირობებს მათ დამოკიდებულებას ამისადმი. ეს კვლევები უნდა იქნეს ჩატარებული, რომ გაირკვეს, ვინ რის გამოა წამალზე დამოკიდებული და უნდა შეიქმნას სპეციალური გამაჯანსაღებელი ცენტრები, რომ ამ ადამიანების გამწესება მოხდეს საჭიროებისამებრ, რომ ამით საზოგადოებას არ შეექმნას პრობლემა.

 

ნარკოდამოკიდებულება დასჯადია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავს აყენებენ ზიანს, თუმცა ბევრ ქვეყანაში ესეც დასჯადია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათი ნარკოდამოკიდებულება არ გახდეს საზოგადოების პრობლემა და საზოგადოება არ იყოს ასეთი ადამიანების მხრიდან შეწუხებული. სწორედ ამის გამო ხდება მათი იზოლირება საზოგადოებისგან. უნდა გაირკვეს, რის გამო აქვთ მათ დამოკიდებულება წამლისადმი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს მათი გადამისამართება", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი