logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე: ნარკომომხმარებლებს მივცემთ საშუალებას, გამოჯანმრთელების გზას დაადგნენ
- +

27 იანვარი. 2018. 17:29



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონში გათვალისწინებული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა.


„ვერავითარი კანონი ნარკომომხმარებლების რეაბილიტაციაზე ვერ იმუშავებს, თუ სარეაბილიტაციო ცენტრები არ იქნება. კანონში ეს გათვალისწინებული იქნება და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნამდე კანონის გარკვეული მუხლები ძალაში არ შევა. ნარკომომხმარებლებს მივცემთ საშუალებას, გამოჯანმრთელების გზას დაადგნენ. ნარკომომხმარებელი იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლიანად გათავისუფლდება პასუხისმგებლობიდან, ადმინისტრაციული სასჯელი მაინც დარჩება - ან ჯარიმა იქნება, ან სხვა რამ. ზოგიერთ ქვეყანაში მართვის მოწმობას ართმევენ, ზოგ ქვეყანაში აჯარიმებენ, მაგრამ ქუჩაში კი არ უშვებენ, ან ნებაყოფლობით სამკურნალოდ ამწესებენ, ან კიდევ - იძულებით", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი