logo_geo
ირაკლი ლექვინაძე: საჭიროა, განისაზღვროს იმ საკითხთა წრე, რომელიც ბიზნესს მიაჩნია, რომ დღეს არის აქტუალური
- +

29 იანვარი. 2018. 19:27


 

„შევეცდებით, ბიზნესისგან დასმული ყველა სამართლიანი და რაციონალური მოთხოვნა მაქსიმალური რეაგირებით და ეფექტურობით მივიტანოთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებასთან", - ამის შესახებ ახალდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „მაესტროს" ეთერში განაცხადა.


„ბიზნესომბუდსმენის მთავარი მიზანი არის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი კანონიერი მოქმედებების მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. ანუ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის იცავს ბიზნესის ინტერესებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში.

 

პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ბიზნეს სექტორს. დღეს გაკეთდა კომენტარები და ბუნებრივია, ეს ჩემთვის არის გარკვეული ავანსი იმისათვის, რომ ის მოლოდინები, რომელიც არსებობს ბიზნეს სექტორში, მაქსიმალურად გავამართლო. ბუნებრივია, პირველ რიგში ჩვენ შეხვედრა გვჭირდება იმისთვის, რომ განისაზღვროს იმ საკითხთა წრე, რომელიც ბიზნესს მიაჩნია, რომ დღეს არის აქტუალური. მე ბუნებრივია, ყველას ვპირდები, მსხვილი ბიზნესი იქნება, მცირე ბიზნესი თუ ასე შემდეგ, მაქსიმალურად ამოვწურავთ ყველა რესურსს იმ საკითხების მისატანად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებამდე, რომელთანაც არსებობს მსგავსი ტიპის რიგი საკითხები, ეხება ეს საკანონმდებლო საკითხს, თუ ეხება ეს ბიზნესის წარმოების პრაქტიკას ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით ამ კუთხით და შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი კომპრომისული გადაწყვეტილება გვქონდეს ამ შუალედური რგოლის მეშვეობით", - განაცხადა ლექვინაძემ. 


 

 

 

big_banner
არქივი