logo_geo
კახა კალაძე: გიგი უგულავა ჩვეულებრივი კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო!
- +

30 იანვარი. 2018. 21:38


 

„ნაციონალური მოძრაობის" დროს თბილისის მერია კორუფციის ბუდე იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და იმ დროინდელი მერი, ბატონი გიგი უგულავა 50 მილიონის მითვისებაზე თუ გაფლანგვაზე იხდიდა სასჯელს, რომელიც მან აღიარა. ის ჩვეულებრივი კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო, გაქსუებული", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. 


„ნარმანიას დროს თუ თბილისის მერიაში კორუფცია იყო და რაიმე კონკრეტული ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, არსებობს შესაბამისი სამსახურები და შეუძლიათ ამ ადამიანებს, თუ აქვთ რაიმე კონკრეტიკა, შესაბამის სამსახურებს მიმართონ და ის სამსახურები ვალდებულები არიან დაიწყონ გამოძიება. ეს არის ჩემი პასუხი",-განაცხადა კალაძემ.


შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა. რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 14 ადამიანია დაშავებული.









 

big_banner
არქივი