logo_geo
კახა კალაძე: პირობას ვდებ, ამ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება!
- +

30 იანვარი. 2018. 21:49



დედაქალაქის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილში" მომხდარ ინციდენტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.  ამის შესახებ კალაძემ გადაცემაში „რეაქცია" განაცხადა.


„რაც მოხდა, ნამდვილად სავალალოა. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, დავიწყეთ მოკვლევა ყველა იმ მეტროსადგურის, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარდა და უახლოეს დღეებში სრული სურათი გვექნება",-აღნიშნა კალაძემ.


კითხვაზე, ხომ არ უნდა დადგეს დედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიასა და მისი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი, კალაძემ განაცხადა:


„მე არათუ არ გიპასუხებთ, ვერ გიპასუხებთ და არ ვიქნები სწორი იმიტომ, რომ გამოძიება დაწყებულია. პირობას ვდებ, ამ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. შესაბამისად, ყველა დამნაშავე, ვინც იქნება გამოვლენილი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, შემსრულებელი კომპანია თუ კომპანია, რომელმაც პროექტი გააკეთა. სხვათა შორის, კომპანია „გეომერფი" არის ერთ-ერთი, რომელსაც აქვს მეტროსადგურების სარეაბილიტაციო პროექტები გააკეთა. ვარკეთილის გარდა, კიდევ 6 მეტროსადგურია, რომლის პროექტი ამ კონკრეტულ კომპანიას აქვს გაკეთებული. შესაბამისად, ჩვენ გავაჩერეთ ყველა სამუშაოები, რომელიც ამ კონკრეტულ მეტროსადგურებში უნდა დაწყებულიყო, რომ არსებული პროექტები, რომელიც ამ კომპანიას აქვს წარმოდგენილი, მისი შემოწმება უნდა მოხდეს, რომ საფრთხეები თავიდან აცილებული იქნეს. დაველოდოთ გამოძიებას. საკუთარი მამა, საკუთარი შვილი რომ იყოს, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს", - განაცხადა კალაძემ.










 

big_banner
არქივი