logo_geo
„ბიზნესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება მაქსიმალურად იქნება განხილული კერძო სექტორთან“
- +

31 იანვარი. 2018. 13:45



ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „მაესტროს" ეთერში ცვლილებების დაგეგმვის პროცესში კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ბუნებრივია ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება გონივრული დრო იმისთვის, რომ ადაპტირებული იქნას გარკვეული ცვლილებების მიმართ. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი ფორმატი, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტროები ხელმძღვანელობენ და ისინი აქტიურად გადიან კონსულტაციებს სხვადასხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ რეალურად სხვადასხვა ტიპის უწყებებზე წვდომა რეალურად პრობლემას არ წარმოადგენს, არც ერთი უწყება დახურული არ არის. თუ იქნება ასეთი ტიპის ცალკეული შემთხვევები, სადაც შეიძლება მსგავსი ტიპის პრეცედენტები არსებობდეს, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ნაწილიც იქნას ამოვსებული. ნებისმიერი ცვლილება საკანონმდებლო ნაწილში, რომელიც შეხება ბიზნესს, მაქსიმალურად იქნას მათთან განხილული, რომ მათი ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ იქ იკვეთება ის საკითხები, მაგალითად, ვადებთან დაკავშირებული, შენიშვნებთან დაკავშირებული, სხვადასხვა ინიციატივებთან დაკავშირებული თუ თუნდაც ალტერნატივებთან დაკავშირებული, რომელსაც ბიზნესი დასვამს ამა თუ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შეხვედრები მოგვცემს საკმაოდ საინტერესო სურათს და საკითხების იმ გარკვეულ წრეს, სადაც გვჭირდება უფრო მეტი ჩართულობა, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატს", - განაცხადა ლექვინაძემ. 


 

big_banner
არქივი