logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ნეტავ პრეზიდენტი არ გვყავდეს, რა იკადრა! - მრცხვენია!
- +

2 თებერვალი. 2018. 02:23



საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ რცხვენია გიორგი მარგველაშვილს, რომ ხმა მისცა.  როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, მისთვის მიუღებელია, რომ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობას განუცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.


„ნეტავ მართლა პრეზიდენტი არ გვყავდეს, მრცხვენია. რა იკადრა და რეიტინგი ვჭამოთო? მრცხვენია. მთელი ცხოვრება ვინანებ, ის ხელი უნდა მოვიჭრა, რომლითაც მე მას ხმა მივეცი. მე მივეცი ხმა. მარგველაშვილი ჯერ იყო დაპირისპირებული საკუთარ თავთან და საღ აზრთან. ერთი კვირის არჩეული იყო და წავიდა გუნდის ოპოზიციაში, რომელმაც ხელი-ხელ ატარა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.











 

big_banner
არქივი