logo_geo
ირაკლი გედენიძე სააკაშვილზე: სანამ დაგვაკავებდნენ, იმ საღამოს გადავუღე ბოლო ფოტო...
- +

21 დეკემბერი. 2016. 14:36


„კამერებთან მუშაობა იცოდა. მაქსიმალურ კომფორტს გვიქმნიდა ოპერატორებსაც და ფოტოგრაფებსაც, თუმცა პოზირება არ უყვარდა", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში და იხსენებს, როგორ დაიწყო მასთან მუშაობა.

 

„2006 წელს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსში" ვმუშაობდი. ზედიზედ რამდენიმე ღონისძიებაზე მომიწია პრეზიდენტის გადაღებამ. მერე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვდა, გედენიძე გამოუშვით გადაღებაზეო. ერთ დღეს მათთან მუშაობა შემომთავაზეს და დავიწყე პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფად მუშაობა. მერე რაც მოხდა, ყველამ იცის.

 

კამერებთან მუშაობა იცოდა. მაქსიმალურ კომფორტს გვიქმნიდა ოპერატორებსაც და ფოტოგრაფებსაც, თუმცა პოზირება არ უყვარდა. არასდროს მითქვამს მისთვის, საით უნდა გაეხედა ან როგორ პოზაში უნდა დამდგარიყო. ცოცხალ კადრებს ვიღებდი. გადაღების პროცესში არასდროს არ ერეოდა. რომ არ მოსწონებოდა რომელიმე ფოტო, აუცილებლად მეტყოდა. მუშაობისას, ძირითადად, თვალებით და ჟესტიკულაციით მელაპარაკებოდა. ვიცოდი, როდის უნდა გადამეღო და პირიქით", - ამბობს გედენიძე.


 

„სულ დაახლოებით 2 მილიონი ფოტო მაქვს პრეზიდენტისთვის გადაღებული", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი და აქვე ბოლოს გადაღებულ ფოტოსაც იხსენებს.

 

„სანამ დაგვაკავებდნენ, იმ საღამოს გადავუღე ბოლო ფოტო. თავის კაბინეტში იყო და რომელიღაც უცხოურ ჟურნალს ინტერვიუს აძლევდა. ზუსტად იმავე დღეს, იმავე გამოცემისთვის, ჩემმა მეუღლემ, ნათია გედენიძემ ვანო მერაბიშვილს გადაუღო ბოლო ფოტო მის კაბინეტში. იმ ღამეს დაგვაკავეს", - ამბობს ირაკლი გედენიძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი