logo_geo
თიკა ჯამბურია: ორი რამ მაქვს ჩაფიქრებული და ძალიან მინდა, ამ წელს გავაკეთო…
- +

21 დეკემბერი. 2016. 16:26


 

 

მომღერალ თიკა ჯამბურიას 2017 წლისთვის ორი რამ აქვს ჩაფიქრებული. სწორედ ამიტომ, ძალიან უნდა, რომ მომავალი წელი იღბლიანი აღმოჩნდეს. ჟურნალ „სარკისთვის" ინტერვიუში ის პირად ცხოვრებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ მხრივ მამლის წელიწადში დიდი იმედები არ აქვს. 


„ორი რამ მაქვს ჩაფიქრებული და ძალიან მინდა, ამ წელს გავაკეთო. ჩემი ოცნებები ადვილად ასასრულებელია და მინდა, 2017 წელი ამ მხრივ იღბლიანი აღმოჩნდეს.

 

პირადში რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, ეს კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ვიღაც ერთადერთი და განუმეორებელი, ჩემი მეორე ნახევარი მელოდება. მიფიქრია მასზე და კაცმა არ იცის, როგორი იქნება, მაგრამ მჯერა, რომ მიზიდულობის ძალა ერთმანეთამდე მიგვიყვანს.

 

სიმართლე გითხრათ, მომავალ წელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით დიდი იმედები არ მაქვს. მგონია, ბოლო ტალღაა ჩემს ცხოვრებაში იმისათვის, რომ კარიერული წინსვლისთვის რამე გავაკეთო. ასე რომ, ვჩქარობ და პირად ცხოვრებაზე ფიქრებსა და თაყვანისმცემლებს ვიგერიებ", - აღნიშნა ინტერვიუში თიკა ჯამბურიამ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი