logo_geo
აკაკი გოგიჩაიშვილი: არ ვარ ნაციონალი - არც მათი მხარდამჭერი ვარ!
- +

4 თებერვალი. 2018. 23:55


 

„მე კი არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ, არც მათი მხარდამჭერი ვარ", - ამის შესახებ ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა ჟურნალ „სარკესთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„კრიტიკული თემები იშვიათად მოდიოდა ჩვენამდე, მერე აღმოჩნდა რომ ბიზნესზე ზეწოლა იყო, მაგრამ თავად ბიზნესმენები ამის შესახებ ჩვენთან არ ლაპარაკობდნენ. ჩვენ თუ რამეს გავიგებდით, ვუკავშირდებოდით, მაგრამ უარყოფდნენ, გვთხოვდნენ არაფერი გვეთქვა.

 

კრიტიკულ სიუჟეტებს მაშინაც ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ სადღაც სიღარიბე იყო, პრობლემა იყო, მაგრამ ვიღაც რომ ღამე მიჰყავდათ და ქონების გადაფორმებაზე ხელს აწერინებდნენ, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა.

 

„რუსთავი 2" ასოცირდებოდა ნაციონალებთან. მე კი არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ, არც მათი მხარდამჭერი ვარ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი