logo_geo
„ხუთი წლის წინ სვანეთში არათუ ტურისტს, არამედ საქართველოს სხვა რეგიონის ადამიანსაც იშვიათად შეხვდებოდით“
- +

21 დეკემბერი. 2016. 17:11




„ხუთი წლის წინ სვანეთში არათუ ტურისტს, არამედ საქართველოს სხვა რეგიონის ადამიანსაც იშვიათად შეხვდებოდით", - ამის შესახებ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს. ის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრი ემოციური ადამიანია და „ბღუჯა-ბღუჯა" მხოლოდ შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით ახსენა.


„ფინანსთა მინისტრი ემოციური ადამიანია და მართლა გაგიხარდება: სვანეთში, ხუთი წლის წინ, არათუ შემოსავალი ჰქონდათ, არამედ, ტურისტზე არ მაქვს ლაპარაკი, საქართველოს სხვა რეგიონის ადამიანსაც იშვიათად შეხვდებოდით და დღეს იქ ხალხს შემოსავალი აქვს. „ბღუჯა-ბღუჯა", უბრალოდ, ეპითეტი იყო, რომ შთაბეჭდილება გაეძლიერებინა. ბატონი დიმიტრი ეკონომიკის მინისტრი იყო და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, რომ დღეს ჩვენი ეკონომიკა ჩამოშლის პირას არაა, ვითარდება და იზრდება", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


მაჟორიტარი ლარის გაუფასურებასაც შეეხო, მისი თქმით, დოლარის კურსს „ბლუმბერგი" ადგენს, რომელიც საერთაშორისო სისტემაა.

 

„ერთი წლის წინაც ვამბობდი, ტრამპი მოიგებს და შემდეგი ნაბიჯები, რაც იქნება, დოლარი მხოლოდ ლართან კი არა, ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდება-მეთქი. მოკლედ, ჩვენ დოლარის კურსს „ბლუმბერგი" გვიდგენს, რომელიც საერთაშორისო სისტემაა. რაც შეეხება ხელოვნურად გაუფასურებას, ეს მეორე მომენტია - ჩვენს ბანკებს ცდუნება ყოველთვის ექნებათ, მაგრამ საამისოდ რეგულატორი არსებობს - ეროვნული ბანკი, რომლის ხელმძღვანელიც „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ქადაგიძე იყო", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი