logo_geo
მიხეილ ცაგარელი: წინასწარ ვაფრთხილებ ყველას, ძალიან რთული პერიოდი იქნება...
- +

6 თებერვალი. 2018. 18:33


 

როდის დადგება ნამდვილი ძაღლის წელიწადი და რას შეიძლება ველოდოთ 2018 წლისთვის - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ძაღლის წელიწადი 16 თებერვალს დადგება. ჯერ კიდევ მამლის წელიწადია, რომელიც წლის ბოლოს სერიოზულად მოიქნევს კუდს. ამ პერიოდს დაემთხვა მთვარის დაბნელება, რაც იშვიათი მოვლენაა. ეს არ იყო ჩვეულებრივი მთვარის დაბნელება, სუპერ მთვარე გახლდათ.

 

როგორც წესი, მთვარე დიდ ფსიქოემოციურ-მეტაბოლურ-ფიზიოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. რაც უფრო ახლოა დედამიწასთან, მით უფრო ძლიერია ეს ზეგავლენა. ამავდროულად, მთვარის დაბნელება ნიშნავს სავსემთვარეობას  - მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირებას და, ტრადიციულად, ეს ფრიად რთული მოვლენაა. სწორედ ამ დროს ხდება სხვადასხვა კატასტროფები, უსიამოვნებები, კონფლიქტები და ა.შ. კარგია, რომ ეს მძიმე დღეები მხოლოდ მეტროსადგურ „ვარკეთილის" ჩამონგრევით დასრულდა და უარესი კატასტროფა არ მოხდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ძაღლის წელიწადის შემოსვლასთან ერთად, წინ მზის დაბნელებაც გველის და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ვინც ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ვერ გააკონტროლებს ემოციას და ვერ შეძლებს მშვიდად ცხოვრებას, სერიოზული პრობლემები შეექმნება მინიმუმ ივლისამდე!

 

მთვარისა და მზის დაბნელების ორკვირიანი საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდეგ, 18 თებერვლიდან, დედამიწა დადებით ენერგოველში გადადის. მარტის 20 რიცხვამდე სიტუაცია მშვიდი და სტაბილური იქნება.

 

20 მარტის შემდეგ მზე ვერძის ზოდიაქოში გადავა, რომელსაც მარსი, ყველაზე აგრესიული პლანეტა მართავს. შესაბამისად, იმატებს ეგოიზმი როგორც ადამიანებს, ასევე ქვეყნებს შორის. ძალიან მაღალი იქნება საომარი რიტორიკისა და კონფლიქტების ალბათობა მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, ომის მმართველი პლანეტა მარსი თხის რქის ზოდიაქოში გადადის, სადაც მას ელოდება ბოროტი პლანეტა პლუტონი, დამსჯელი პლანეტა სატურნი და შავი მთვარე - სატანის მეცხრე მოციქული. წარმოგიდგენიათ, ეს ოთხი კოშმარული პლანეტა ერად რას იზამს?! წინასწარ ვაფრთხილებ ყველას - 20 მარტიდან დაახლოებით 20 აპრილამდე ძალიან რთული პერიოდი იქნება, განსაკუთრებით ფრთხილად თხის რქის, კირჩხიბის, ვერძისა და სასწორის ზოდიაქოებში დაბადებულები უნდა იყვნენ", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი