logo_geo
მაია ბითაძე: გამწვანების ვალდებულება არავის არ ჰქონდა და რეალურად, გრუნტი უნდა დაეტოვებინა!
- +

9 თებერვალი. 2018. 00:57



„მშენებლობის ნებართვების გაცემის დროს, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება იმდენად არასისტემურად ხდებოდა, რომ შედეგად, ქალაქში უამრავი პრობლემა წარმოიქმნა", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას.

 

„რაც შეეხება გამწვანებას და რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც თითოეულ უბანს უნდა ჰქონდეს, მოქმედი კანონმდებლობაში წერია, რომ ახალაშენებულ მრავალფუნქციურ სახლებთან თავისუფალი, გრუნტით დაფარული სივრცე უნდა იყოს. შესაბამისად, გამწვანების ვალდებულება არავის არ ჰქონდა და რეალურად, გრუნტი უნდა დაეტოვებინა", - განაცხადა ბითაძემ.


მისი თქმით, გამწვანების კუთხით, მშენებლობის პროცესში შესაბამისი სამსახური მხოლოდ იმით იყო ჩართული, რომ ნებართვის გაცემის შემდეგ დეველოპერი მასთან მოდიოდა და ეტყოდა, რომ ამდენი და ამდენი ხე აქვს მოსაჭრელი.

 

„ანუ, დარგვაზე საუბარი არანაირად არ იყო. მერე შემოვიდა გადარგვის თემა, რომელიც ეფექტიანი არ არის, რადგან ძალიან ხშირად, თუ ხე მრავალწლოვანია, მისი ფესვთა სისტემა ისეა განვითარებული, რომ მის გადარგვას ძალიან დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რათა ხემ გაიხაროს. ასე რომ, ხის გადარგვა მარტივი ფუფუნება არ არის და რიგ შემთხვევებში, გადარგვა მოჭრისგან თავის აცილებად გამოიყენებოდა", - განაცხადა მაია ბითაძემ.




 

big_banner
არქივი