logo_geo
მაია ბითაძე: ყველა უკვე არსებული პროექტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვექნება!
- +

9 თებერვალი. 2018. 03:21


 

„შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე მერიამ გარკვეული ფონდები შექმნას, რითაც მათ შორის, ამხანაგობები წახალისდება, რათა მათ მცირე რეკრეაციულ ზონებს მოუარონ და გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი მათია", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას. მისი თქმით, დეველოპერებს, როლებსაც ცვლილებების მიხედვით მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების ვალდებულება ეკისრებათ, ხეთა სახეობის მიხედვით, შესაბამის ვადებში ნარგავების მოვლა-პატრონობის ვალდებულებაც დაეკისრებათ.


„ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მათ გარკვეული დროის ფარგლებში, ნარგავების მოვლა-პატრონობა, თავისი ანგარიშგებითა და მონიტორინგით მოუწევთ, რადგან ეს სავალდებულო იქნება.

 

როცა ნარგავების მოვლა-პატრონობაზე ვსაუბრობთ, ეს ფასის ზრდას არანაირად არ იწვევს, თუმცა, იზრდება ისეთი კომპანიის ღირებულება, რომელიც მოსახლეობას ასეთი ტიპის ობიექტს ჩააბარებს. ეს გზა მსოფლიომ უკვე გაიარ.

 

სამშენებლო კომპანიებს არაფერი არ უძვირდებათ. ეს მოდელი ისეთ ობიექტებზე მუშაობს, რომლებიც მე-5 კლასის შენობა-ნაგებობებია. მათ შორის - ქარხნები, გაზსადენები, მილსადენები. მოდელი ეხება მათ, ვინც გარემოს ეხება და ამას უკვე ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებ.

 

უკვე აშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით ბევრად მეტი პრობლემა გვაქვს. პრობლემებია გამწვანების, ტრანსპორტით გადაადგილების, წვდომის და გეოლოგიურ ქანებთან მიმართებით. შესაბამისად, ყველა უკვე არსებული პროექტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვექნება", - განაცხადა მაია ბითაძემ.


 

big_banner
არქივი