logo_geo
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი: უშიშარი ხასიათი ჰქონდა... არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა...
- +

9 თებერვალი. 2018. 15:00



დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა და მისი შვილის მკვლელობა კვლავ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.


„ნიუპოსტი" დოდო და ნოდარ გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა, რომელიც საზარელ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა გუგეშაშვილს.


მიქატაძე ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილს ვალები ჰქონდა, რადგან დედა-შვილი უმუშევარი იყო, ამასთან მისი თქმით, „დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ დაედო".


„უშიშარი ხასიათი ჰქონდა, როცა სტუმრად მივსულვართ, გველოდა და არასდროს უკითხავს, ვინ არისო. როგორც ჩვენი მეგობრები იხსენებენ, კარიც ხშირად გაღებული ჰქონდა დატოვებული. ჩემთვისაც არასდროს უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა ან ვინმესთვის საინტერესო იყო. მტრული დამოკიდებულება არავისთან ჰქონია. პირიქით, ბოლო პერიოდში ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი იყო.

 

ვალებს რაც შეეხება, ვალები ნამდვილად ჰქონდა - დედა-შვილი უმუშევარი იყო, ქირით ცხოვრობდნენ, თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივად ესაჭიროებოდა წამლები. როგორც ვიცი, უპასუხისმგებლოდ არავის მიმართ არ მოქცეულა - ერთისგან ისესხებდა, მეორეს ჩაასესხებდა, რომ ნაწყენი არავინ დარჩენილიყო. გულგრილად, აგდებულად არავის, არც ერთ მოვალეს არ მოქცევია", - განაცხადა მიქატაძემ და დასძინა, რომ მკვლელობას და დაჭრას ვალებთან ვერ აკავშირებს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი