logo_geo
„ძალიან ცუდად გავხდი, ვგრძნობდი, რომ უკვე მივდიოდი...“ - რატომ მოხვდა დავით ქაცარავა ჩაფიძის კლინიკაში
- +

9 თებერვალი. 2018. 15:54



ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დათო ქაცარავა რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოხვდა. იმის შესახებ, თუ რა გახდა მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი და რა დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა, ქაცარავა ჟურნალ „სარკეს" ესაუბრა.


„24 იანვარს სახლში ვიყავი. გამთენიისას ლავიწის ძვალთან ჭვალი ვიგრძენი და ტკივილიც სწრაფად გაძლიერდა. ჩემი მშობლები ექიმები არიან და ოჯახმა სასწრაფოს გამოძახების გადაწყვეტილება მალევე მიიღო. მე კი გადავწყვიტე, ჩაფიძის გულის კლინიკაში დამოუკიდებლად წავსულიყავი.

 

შევედი თუ არა საავადმყოფოში, ძალიან ცუდად გავხდი. ვგრძნობდი, რომ უკვე მივდიოდი. საბედნიეროდ, მაგარი ექიმები დამხვდნენ. რამდენიმე წუთში დამაძინეს ან გავითიშე, ეს უკვე აღარ მახსოვს. რეანიმაციულ განყოფილებაში დამაწვინეს. შემდეგ ინტენსიურში გადამიყვანეს და 2 დღე პალატაში გავატარე.

 

გამოკვლევები ჯერჯერობით არაა დასრულებული, თუმცა, საბედნიეროდ, დიდი ცვლილებები სისხლძარღვების ან რომელიმე ორგანოსი, მათ შორის გულის, არ აღინიშნება. ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი მაქვს და ყველაფერს გაუძლო.

 

თავიდან მეგონა, რომ გულმა მიმტყუნა და ვფიქრობდი, ჩემი შემდგომი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა ან რისი შეზღუდვა მომიწევდა, ეს შეგრძნება ყველაზე არასასიამოვნო იყო. სიკვდილზე წამითაც არ მიფიქრია, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ორგანიზმი ყველაფერს გაუძლებდა. ჩემი შიში არ გამართლდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ორგანიზმი ჯანსაღი და ძლიერი დარჩა. ექიმმა მცირე ხნის შემდეგ ვარჯიშის გაგრძელების უფლებაც მომცა", - განაცხადა ქაცარავამ.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი