logo_geo
მაკა რაზმაძე: ალბათ, კიდევ ერთხელ, ისევ თავიდან დავიწყებ...
- +

9 თებერვალი. 2018. 19:30



ტელეწამყვან მაკა რაზმაძეს ტელეკომპანია „იბერიამ" საავტორო გადაცემა „პრიორიტეტი" დაუხურა და ჟურნალისტი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ეკრანის მიღმა. ამ თემაზე რაზმაძე ჟურნალ „სარკეს" ესაუბრა.


„საახალწლოდ სეზონი დავხურეთ, ეთერში იმავე გადაცემით, „პრიორიტეტით" უნდა დავბრუნებულიყავი. როცა სამსახურში გავედი, მითხრეს, „პრიორიტეტი" აღარ გვინდაო. ეს თავისთავად მოულოდნელი იყო, რადგან გარკვეული გეგმები გვქონდა.

 

ამის შემდეგ რაღაც დრო გავიდა, ორი პროექტი მივიტანე. ერთზე მითხრეს, არ გვინდაო, მეორეზე პასუხი არ გამცეს. როცა ვკითხე, რა ხდებოდა, დიდხანს არ იყო პასუხი, მერე sms-ით მომწერეს, რომ, სამწუხაროდ, „იბერიას" აღარ აქვს საშუალება, ჩემთან ურთიერთობა გააგრძელოს. ერთ დღეს გავიღვიძე და იმ ტელეკომპანიაში, სადაც ნულიდან დავიწყე მუშაობა, უცებ საჭირო აღარ გავხდი.

 

თუმცა, ეს ჩემთვის პირველი არ არის ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სადმე თავდაუზოგავად, მთელი სულით და გულით უმუშავია. როგორც წესი, ასეთი მუშაობა, როცა რაღაცას ძალიან თავს აკლავ, ყოველთვის ასე მთავრდება ხოლმე, ასე გიბრუნდება. არ ვიცი, ეს კანონზომიერებაა თუ რა არის.

 

ადრეც არაერთხელ ჩამიდია სული, გული, საქმე გამიკეთებია ბოლომდე, ავწეულვარ, კარგად დავმდგარვარ ფეხზე და უცებ მომტრიალებიან და უთქვამთ, საჭირო აღარ ხარო. ვაღიარებ, ეს რთულია. ალბათ, კიდევ ერთხელ, ისევ თავიდან დავიწყებ.

 

წარმატებას ვუსურვებ მათ. თუ ზედმეტი ვიყავი, იმედია, ხელს აღარ შევუშლი მათ წინსვლას და კარგად განვითარდება „იბერია", - განაცხადა მაკა რაზმაძემ.








 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი