logo_geo
„მკვლელსა და ნოდარ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება ქალის გამო არსებობდა“
- +

10 თებერვალი. 2018. 11:21


 

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა და მისი შვილის მკვლელობა კვლავ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გუშინ, გვიან საღამოს, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები გახდა ცნობილი.


მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და რომ მისი მთავარი სამიზნე ნოდარ გუგეშაშვილი იყო. მკვლელსა და ნოდარ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება ქალის გამო არსებობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი წლების წინ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი, „ქრონიკის" ინფორმაციით, რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა, ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.


სამართალდამცველებმა უკვე დაჰკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგო და მეზობლები, რომელთა ერთი ნაწილის განცხადებით, მათ დაინახეს მკვლელი ლურჯი ფერის ქურთუკში.


არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თავდამსხმელი დაჭრილია და მან დანაშაულის ადგილი დიღმის პარკის გავლით დატოვა. 


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი