logo_geo
„საზარელ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრე...“ - რას ჰყვება დოდო და ნოდარ გუგეშაშვილების მეგობარი
- +

10 თებერვალი. 2018. 13:03



დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა და მისი შვილის მკვლელობა კვლავ რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.


„ნიუპოსტი" დოდო და ნოდარ გუგეშაშვილების მეგობარს, ზაირა მიქატაძეს ესაუბრა, რომელიც საზარელ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა გუგეშაშვილს. ისინი შეხვედრაზეც კი შეთანხმდნენ, რომ კლინიკაში წასულიყვნენ, სადაც მათი მეგობარია მოთავსებული.


„საზარელ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრე, დოდომ 10:27 საათზე დამირეკა. ჩვენი მეგობარი, ვეტერანი იწვა ჩაფიძის კლინიკაში, ვიცოდი, რომ მისვლას აპირებდა, მითხრა, გადავურეკავ და შენც გაგაგებინებ დეტალებსო. ვვარაუდობ, რომ როგორც კი დავასრულეთ საუბარი, მოხდა ეს ფაქტი", - აღნიშნა ზაირა მიქატაძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ნოდარ გუგეშაშვილს წარსულში კონფლიქტი ჰქონოდა.

 

„ყველაფერი დასაშვებია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ პირადად არაფერი მსმენია ნოდარისგან, რომ ვინმესთან დაპირისპირება ჰქონდა.

 

მე და ნოდარი ვეტერანთა საბჭოში, წელიწადნახევარი ერთად ვმუშაობდით, უწესიერესი ბიჭი იყო. კონფლიქტი ყველას მოსდის, არ გამოვრიცხავ, მასაც ჰქონოდა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რა დონის დაპირისპირება უნდა ჰქონოდა, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინათ ახალგაზრდა კაცი", - განაცხადა მიქატაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი