logo_geo
ანი მიროტაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით...
- +

17 ნოემბერი. 2016. 14:25



„ეროვნული ფორუმის" ერთ­ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე აცხადებს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება, თუმცა როგორი ფორმით მოხდება და ვინ იქნებიან ამ გაერთიანების წევრები, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიაჩნია. ამბობს, რომ ამ საკითხზე არასაპარლამენტო ოპოზიციაში უკვე მსჯელობენ, თუმცა რა გადაწყდება საბოლოოდ, ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.


ანი მიროტაძე „რეზონანსთან" საუბრისას შიდაპარტიულ საკითხებსაც შეეხო და თქვა, რომ „ფორუმის" პოლიტსაბჭოში რაიმე დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია, გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლას კი გულდასაწყვეტს, თუმცა ლოგიკურს უწოდებს.

 

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ „ფორუმის" პოლიტსაბჭოში არავითარი განხეთქილება ან დაპირისპირება არაა. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, მან წასვლის მიზეზზე ისაუბრა, თქვა, რომ თავისუფალ სივრცეში მოქმედებას უკეთ შეძლებდა. ამ თემაზე საუბარი ახლა ძალიან გამიჭირდება, თუმცა, მან მიიღო გადაწყვეტილება და შესაძლოა, ამ მოცემულობაში ეს მისთვის და სხვა ლიდერებისთვისაც უკეთესი იყოს. ცხადია, „ფორუმს" არ ვგულისხობ და ნუ მიიღებთ ამას რაიმე ინფორმაციად", - აცხადებს მიროტაძე.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი