logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბავშვების მხოლოდ 20%-ს აქვს საბავშვო ბაღში სიარულის საშუალება
- +

21 დეკემბერი. 2016. 22:52


 


განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვების მხოლოდ 20%-ს აქვს საბავშვო ბაღში სიარულის საშუალება.


მინისტრმა აღნიშნული ფაქტი ორი მიზეზით ახსნა. ერთი იმით, რომ კომუნისტების პერიოდში ყველა სოფელში ბაღებში ბავშვის ტარებას საჭიროდ არ მიიჩნევდნენ და, შესაბამისად, ბაღები არ არსებობდა და მეორე - საბავშვო ბაღების შენობები გაიყიდა და ინფრასტრუქტურა დაინგრა.


„ჩვენ გვაქვს 5-ჯერ ნაკლები ბაღები, ვიდრე უნდა გვქონდეს და ძალიან სწრაფი ტემპით ვაშენებთ ბაღებს. ამით მუნიციპალიტეტები არიან დაკავებული. ახალი კანონით ჩვენ ბაღებში სასწავლო პროგრამის შექმნა გვეხება. პასუხისმგებლობის ძირითადი ნაწილი მუნიციპალიტეტებზეა. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან დიდი ფულის დახარჯვა, რომ დავეწიოთ ამ მოთხოვნას", - განაცხადა მინისტრმა.



 

big_banner
არქივი