logo_geo
მაკა რაზმაძე: ეს მკველობა დოდო გუგეშაშვილის წარსულს არ უკავშირდება
- +

15 თებერვალი. 2018. 18:10



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს


„გამოძიების დასრულებამდე ვერანაირ ვერსიაზე ვერ ვილაპარაკებ. ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, ეს არ უკავშირდება იმ ბრალდებებს, რაც დოდოს მიმართ ისმოდა. რაც შეეხება გოგონას, ეს ამბავი წლების წინ მოხდა, დეტალებს ვერ მოგიყვებით. იმ გოგონასთან ნოდარიკოს პირადი ურთიერთობა არ ჰქონია. ის მისი მეგობრის შეყვარებული იყო.

ყოველთვის მშვიდობის მტრედი იყო, სიტუაციის დალაგება უფრო უყვარდა, ვიდრე კონფლიქტი. ამ ამბავშიც ამ კუთხით ჩაერია, თუმცა, მე დადასტურებით ვერ გეტყვით, ნამდვილად ამ გოგონას ამბავს უკავშირდება თუ არა მისი მკვლელობა. არც იყო მის ირგვლივ დაძაბული სიტუაცია, ახლა 12 იანვარს, 33 წლის გახდა და ამ 33 წლის განმავლობაში სულ რამდენიმე შემთხვევა თუ ჰქონია, როცა კონფლიქტში ჩაერია. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭი იყო", - განაცხადა რაზმაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი