logo_geo
თაკო ჩარკვიანი: მამას გარდაცვალების შემდეგ დედას ვაცოცხლებთ
- +

15 თებერვალი. 2018. 19:57



ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

 

„მამაჩემის გარდაცვალების მერე ვაცოცხლებ დედაჩემს. ძალიან მძიმედ იყო, ახლა მდგომარეობა სტაბილურია. ნერვიულობის გამო სისხლდენა აუტყდა, ექიმებმა გადამირჩინეს. თავზე დავფოფინებ. ჯანსუღი ძალიან ვაჟკაცი იყო, დიდი ინტელექტის მქონე. ინტელექტუალური მეგობრის დაკარგვა რთულია.

 

ის სამი კვირა, რაც დედა რეანიმაციაში იწვა და თავზე ვადექი, საფლავზე მისვლას ვერ ვახერხებდი. დედა მშვიდი და კეთილშობილი ადამიანია. არ შეუძლია, რაღაც დონემდე დავიდეს, მისთვის დაუმსახურებელი ტალახის სროლა ცოტა გაუგებარი იყო. დედა ჯანსუღის თანამებრძოლი გახლდათ. მათ მძიმე ცხოვრება გაიარეს და დედა სულ მის გვერდით იდგა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი