logo_geo
მაკა რაზმაძე: ძალიან უფრთხილდებოდა შვილის სახელს და უნდოდა, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა…
- +

16 თებერვალი. 2018. 11:16



ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში დოდო გუგეშაშვილის ტკივილიანი წარსული გაიხსენა:


„დოდო დარჩელის ინციდენტის გამო გაასამართლეს, ერთი სოფელი იყო გადამწვარი. საბედნიეროდ, მხოლოდ სახლები დაიწვა და ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია. დოდოს ადამიანთა ქონების გადაწვას ედავებოდნენ. ამ საქმეს ერთადერთი მოწმე ჰყავდა, მარუსია ჭურღულია. ისიც ამბობდა, რომ, ვინც მან დაინახა, იყო მსუქანი ქალი წითელი თმით, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა დოდოს აღწერილობას. მაშინდელმა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მაინც მიუსაჯა.

 

მე ვარ მომსწრე, როცა მარუსია ჭურღულიამ ციხეში გაუგზავნა ადამიანები, რომლებიც მისი სახელით ბოდიშს უხდიდნენ, მაშინ მაიძულეს, ასე მეთქვაო. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მარუსია ჭურღულიას ბოდიშებს და იმის მტკიცებას, რა იყო რეალობა.

 

დოდო მერე  კი ამბობდა, რეაბილიტაცია უნდა მოვითხოვო, რომ ეს ნოდარიკოზე არ აისახოსო. ძალიან უფრთხილდებოდა  შვილის სახელს და უნდოდა, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. მერე ის მარუსია გარდაიცვალა და ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა", - განაცხადა მაკა რაზმაძემ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი