logo_geo
ნანა კაკაბაძე: სააკაშვილმა შეიძლება პირი დააღოს და...
- +

16 თებერვალი. 2018. 13:22



უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციის საკითხზე ისაუბრა. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების შეფერხება მისი უცხოელი „მფარველების" დამსახურებაა, რადგან კაკაბაძე თვლის, რომ სააკაშვილმა შესაძლოა, ყველა ამხილოს, თუ ვისთან იყო გარიგებული, ამიტომ მათ ეს არ აწყობთ.


„ჩემი აზრით, ეს დასავლეთის ზეწოლაა, რომ ის ქართულ ციხეში არ ჩაჯდეს და არ ალაპარაკდეს იმ მაქინაციებსა და დანაშაულებრივ გარიგებებზე, რომლებიც მას სხვადასხვა ქვეყანასთან ჰქონდა. ამიტომაც მას არ აძლევენ საშუალებას, ქართულ ციხეში მოხვდეს.

 

ეს საქართველოს ხელისუფლების შიში არ არის და საერთოდ არაა იმის გამო, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. პირიქით, მტკიცებულებები რომ არსებობს და ზუსტად იციან - სააკაშვილმა შეიძლება პირი დააღოს და ილაპარაკოს, ვისთან იყო გარიგებული, ასევე ვინ უნთებდა მწვანე შუქს, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, ამაზე რომ არ ილაპარაკოს, ამიტომაცაა, საქართველოში მის ექსტრადირებას რომ არ ახდენენ. ეს მისი მფარველების დამსახურებაა", - განაცხადა კაკაბაძემ. 


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი