logo_geo
გრიშა ონიანი: სტალინს ღმერთისგან ნაბოძები აზროვნება ჰქონდა
- +

22 დეკემბერი. 2016. 03:56




„სტალინი ხალხს ძალიან დიდ წახალისებას აძლევდა. მას  ღმერთისგან ნაბოძები აზროვნება ჰქონდა, რომელიც ყველაფერზე ახდენდა გავლენას",- ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის" დამფუძნებელმა და უცვლელი თავმჯდომარემ გრიშა ონიანმა ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში ისაუბრა. როგორც ონიანმა აღნიშნა, სტალინი თავის შემცვლელად ლავრენტი ბერიას მოიაზრებდა.


„სტალინს ლავრენტი ბერიასთან ჰქონდა საუბარი, რომ მისი გარდაცვალების შემდგომ მმართველად რუსები კიდევ კავკასიელს არ დაუშვებენო. როგორც ჩანს სტალინს მაინც ბერიაზე ჰქონდა გაკეთებული არჩევანი, მაგრამ მეორე კაცი იქნებოდა. ეს ბერიას მხრიდან როგორ იქნა გაგებული და როგორ მიიღო, ამის მოწმე არავინ არ არის",- განაცხადა ონიანმა. 


 

big_banner
არქივი