logo_geo
თაკო ჩარკვიანი: ადვილი არ არის, ევროპულ პრესაში დითირამბები გიმღერონ
- +

17 თებერვალი. 2018. 20:42


 

ახალგაზრდა პიანისტი ირმა გიგანი როიალების ცნობილი ბრენდის „კავაის" წარმომადგენლობამ გერმანიაში მიიწვია. ირმას წარმატებაზე დედამისმა, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა  ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„კავაი" უდიდესი სახელის ბრენდია. მათი მიწვევით, ირმამ  გერმანიის ორ ქალაქში ორი სოლო კონცერტი ჩაატარა, ორგანყოფილებიანი. გასაოცარი ის იყო, რომ ორივე კონცერტზე იყო აბსოლუტური ანშლაგი.

 

გერმანულ გამოცემაში „დასავლეთის დროით" დაიწერა სტატია, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ბრწყინვალე კონცერტი, სავსე დახვეწილობით და ელეგანტურობით". სტატიაში წერია, როგორ აჯადოებს და აღაფრთოვანებს მსმენელს თავისი ვირტუოზობით, ირმა გიგანი დაფრინავს ფორტეპიანოზე, მთელი დარბაზი გადავსებული იყო, რის გამოც სცენაზე სკამების 4 რიგი ჩაამატესო. სტატია სრულდება იმით, რომ აუდიტორია პიანისტს ფეხზე წამომდგარი აცილებდაო.


ევროპულ პრესაში რომ დითირამბები გიმღერონ, ასე ადვილი არ არის. ეს დიდი წარმატებაა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი