logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილი დამსახურებულ სასჯელს ვერსად გაექცევა!
- +

19 თებერვალი. 2018. 19:18



„ვფიქრობ, პოროშენკომ თავისი ყოფილი მეგობარი და „ჯიბის ოპოზიციონერი" ბოლომდე მაინც არ გაწირა და ქართულ ციხეში ჩასასმელად არ გაიმეტა", - ამის შესახებ უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილმა მრჩეველმა, „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შანსებზე ისაუბრა.

 

„თუ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება რეალურად სურს და საერთაშორისო თანამეგობრობას გულწრფელად დაანახვებს ინტერესს, მაშინ სააკაშვილის ექსტრადირება გამორიცხული სულაც არ არის.

 

ისე, ქართული სასამართლოს წინაშე წარდგომა ყველაზე მეტად თვითონ სააკაშვილის ინტერესში უნდა შედიოდეს. ხომ გაიძახის, რომ უდანაშაულოა? ჰოდა, ჩამოვიდეს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე! ქართულ სასამართლოს არ ენდობა? მაინც ჩამოვიდეს, ყველა ინსტანცია გაიაროს და ბოლოს ევროსასამართლოში ხომ მიეცემა საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება?!

 

რეალურად, ქართული მართლმსაჯულების წინაშე სააკაშვილის წარდგომა მხოლოდ დროის ამბავია და, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება. სააკაშვილი დამსახურებულ სასჯელს ვერსად გაექცევა", - განაცხადა გოგავამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი