logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილი ბოლომდე გაამასხარავეს - თმებით ითრიეს, რაც მან ნამდვილად დაიმსახურა!
- +

20 თებერვალი. 2018. 12:35



უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილმა მრჩეველმა, „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ნიშანდობლივია, რომ პოლონეთში გაძევებულმა სააკაშვილმა ცხელ გულზე გაკეთებულ პირველივე განცხადებაში პოროშენკოს „იაფფასიანი გადამგდები" უწოდა. დიახ, იგი უკრაინის პრეზიდენტს მანამდე „ბარიგას", „კორუფციონერსა" და ათას სხვა რამეს ეძახდა, მაგრამ სიტყვა „გადამგდები" პოროშენკოსთან მიმართებაში პირველად პოლონეთში გაძევების შემდეგ გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდა რაღაც შეთანხმება, რომელიც პოროშენკომ არ შეასრულა და სააკაშვილი „გადააგდო". რა შეთანხმება იყო ეს?

 

სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს პოროშენკოს „ჯიბის ოპოზიციის" ფუნქცია უნდა შეესრულებინა და რეალური ოპოზიციისთვის არჩევნებში ხმები წაერთმია. რატომ დაირღვა ეს შეთანხმება?

 

სააკაშვილმა ფულის აღება დაიწყო ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსაგან, რათა კიევის ცენტრში პერმანენტული საპროტესტო აქციები მოეწყო. ეს გარიგება პოროშენკოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იგი მიხვდა, რომ სააკაშვილი „გადაგდებას" უპირებდა, ამიტომ დასწრებაზე ითამაშა და იქით „გადააგდო".

 

თანაც სააკაშვილი ბოლომდე გაამასხარავეს, თმებით ითრიეს! პანჩურის კვრით გააგდეს ქვეყნიდან, რაც მან ნამდვილად დაიმსახურა", - განაცხადა გოგავამ. 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი