logo_geo
ქეთევან კიკნაძე: წლების მერე მიხვდებით, რა ტკბილია მეუღლე, შვილები და შვილიშვილები...
- +

20 თებერვალი. 2018. 14:24



მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ოჯახი პირველ ადგილზე დგას.


„კინოსა და თეატრში 100-მდე როლი შევასრულე. ყოველ დღე ეკრანზე ჩემს ფილმებს ვხედავ. ამიტომ, ვთვლი, რომ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება შედგა. სამსახურსა და ოჯახის საქმეს ერთმანეთს კარგად ვუთავსებდი, დედამთილიც მეხმარებოდა, მეუღლისთვისაც ნათქვამი მქონდა, სცენაზე დგომა თუ დამიშალე, გაგშორდები-მეთქი - მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს დაუშლია ჩემთვის თამაში. მაგრამ, რაც დრო გავიდა, დავრწმუნდი, რომ ადამიანისთვის პირველი მაინც ოჯახია - თუ არ ვარგიხარ, დაგენგრევა და ფეხს ვერსად მოიკიდებ, წარმატებებიც სადღაც გაქრება. ამიტომ რჩევად მიიღეთ: გაუფრთხილდით ოჯახს, წლების მერე მიხვდებით, რა ტკბილია მეუღლე, შვილები და შვილიშვილები - ისინი, ვისაც ასაკში მიეკედლები", - განაცხადა ქეთევან კიკნაძემ.  


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი