logo_geo
ბუტა რობაქიძის მეგობარი: იარაღის დაწყობა გურამ დონაძის უშუალო მითითებით ხდებოდა!
- +

21 თებერვალი. 2018. 01:04


 

„მანამდე არ მოვისვენებთ, სანამ დამნაშავეები - დონაძე, მიქაძე და სხვები თავს ციხეში არ ამოყოფენ. ყველა ერთად ვიბრძოლებთ, რომ მათ პასუხი აგონ", - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მეგობარმა და ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა, ირაკლი გველესიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის ეს საქმე ბუტა რობაქიძის მეგობრებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცოპერაციის დროს დააკავეს და როგორია მათი მოლოდინი, გველესიანმა აღნიშნა: „ეს საქმე მთელი ჩვენი ცხოვრებაა და სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, მანამდე ვერც ბუტას ოჯახი მოისვენებს და ვერც ჩვენ".


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ ხელმძღვანელობდა ე.წ. სპეცოპერაციას, ირაკლი გველესიანმა განაცხადა, რომ ყველაფერს გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა და იარაღის დაწყობა მისი უშუალო მითითებით ხდებოდა.


„ის ხელმძღვანელობდა, თუ ვისთვის რა იარაღი დაედოთ, სად დაეწყოთ, კამერით როგორ გადაეღოთ და ა.შ. პირადად ჩემთან მოიტანეს და დამიდეს პატარა პისტოლეტი, რევოლვერი. კამერა ზემოდან დამანათეს და ისე გადამიღეს. შემდეგ ეს პისტოლეტი მარცხენა მხარეს გადმოიტანეს, კამერა ისევ ზემოდან დამანათეს და გადამიღეს. ბუტასთანაც ავტომატი მიიტანეს და ისე გადაიღეს. დონაძე და მიქაძე ერთად დადიოდნენ და ამ ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ყველაფერი მათი მითითებით ხდებოდა", - განაცხადა გველესიანმა.


მისი თქმით, განყოფილებაში მეგობრებს აიძულებდნენ, ბუტა რობაქიძის მკვლელობა ეღიარებინათ.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი