logo_geo
ირმა ინაშვილი სალომე სამადაშვილს: ჭკუა თქვენი პარტიის ლიდერებს დაარიგეთ!
- +

21 თებერვალი. 2018. 16:24



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „პირისპირ", სადაც საუბარი ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ აჟიოტაჟს შეეხებოდა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილს მიმართა.


 

„ცივი წყალი მიირთვით, დამშვიდდით! ტრაგიკომიკური პერსონაჟი ხართ! რუსეთის აგენტები მოიკითხეთ თქვენს პარტიაში, რუსეთს თქვენ აჩუქეთ ჩვენი მიწების 22%".

 

მე ჩემი ოპონენტების მხრიდან ვერ გავიზიარებ შენიშვნას, რომ ახლა ხდება ტრაგედია. ზოგადად, წინა რეჟიმის პირობებში ხდებოდა ტრაგედია, რეჟიმი იყო ის რეჟიმი, სადაც თქვენ მუშაობდით, ქალბატონო სალომე, რეჟიმის ელჩი იყავი თქვენ, რომელმაც აწამა ქართველი ხალხი და დააზიანა ქართული სახელმწიფო, თქვენმა საყვარელმა სააკაშვილმა ჩვენი მიწების 22% დააკარგვინა ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. თქვენ, როგორც ელჩი საერთოდ არ იმსახურებდით იმ ელჩობას. თქვენი იყავით მოღალატე ხელისუფლება, ამ ქვეყნის მტერი ხელისუფლება. რუსეთისთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ყველა სასურველი პროექტი ჩვენი მიწების ჩუქნის ჩათვლით განახორციელეთ თქვენ და ამ თემაზე თქვენგან ჭკუის დარიგებას არ მივიღებ, ჭკუა თქვენი პარტიის ლიდერებს დაარიგეთ", - მიმართა ინაშვილმა სამადაშვილს.


 

big_banner
არქივი