logo_geo
დავით ოქიტაშილი: სულ ამბობდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდიო
- +

22 თებერვალი. 2018. 18:39


 

კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ლეილა აბაშიძის შესახებ ისაუბრა.

 

„სულ ამბობდა, რომ  არა ბიძინა ივანიშვილი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდიო. დღესაც, ლეილა აბაშიძე რომ საავადმყოფოში მკურნალობს, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. როდესაც ადამიანი სიკეთეს აკეთებს, უნდა ითქვას. ლეილა სულ მეუბნებოდა, როცა ნახავ, ჩემგან დიდი სიყვარული და პატივისცემა გადაეციო.

 

არ ვიცი, რა თანხას, მაგრამ ყოველთვიურად იღებდა ივანიშვილის დახმარებას და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეეძლო. ჩაკეტილი ქალია ლეილა, როცა ვენები დაუზიანდა, სახლში ჩაიკეტა და ამის გამო წუხდა", - განაცხადა ოქიტაშვილმა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი