logo_geo
ლევან ჩხაიძე: „იბერიაში“ იციან ის საქმე, რასაც აკეთებენ
- +

17 ნოემბერი. 2016. 14:46


 


ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი საინფორმაციო გამოშვება გადის. მისი ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ლევან ჩხაიძეა. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა არხზე ახალ ამბებს აშუქებდა.

 

„საინფორმაციო გამოშვების ფორმატი, დასაწყისში მთლიანად ახალ ამბებზე იქნება ორიენტირებული, შემდეგ კი, დაახლოებით 20-30 წუთი,  სტუმრების ფორმატი გვექნება. ისინი დღის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ.


ვენდე ადამიანებს, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. ისინი ტელეკომპანია „იბერიაში" სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ და იციან ის საქმე, რასაც აკეთებენ. სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც ეს შემოთავაზება მივიღე", - აღნიშნა ჩხაიძემ.



 

big_banner
არქივი