logo_geo
რევაზ ნასიძე: არ მინდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მქონდეს რაიმე საერთო
- +

24 თებერვალი. 2018. 21:40



„ჩემი ცოლის დაქალების" ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი რევაზ ნასიძე საზოგადოებამ სწორედ აღნიშული სერიალიდან გაიცნო და ბევრი გოგონას გულის დაპყრობაც შეძლო. მაგრამ ის სერიალში აღარ თამაშობს და ამის მიზეზზე მსახიობი „რეიტინგთან" საუბრობს:


„ჩემი ცოლის დაქალებში" არ გამოვჩნდები, „ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდას ემსახურება ეგ ტელევიზია, ყველა ნაციონალია მანდ და რადგან ჩემი ქვეყანა მიყვარს, მინდა, გვერდით დავუდგე, ამიტომ წამოვედი სერიალიდან. არ მინდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან" მქონდეს რამე საერთო, ამიტომ ვემიჯნები. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, პროდიუსერებს ისეთი გამოხმაურება ჰქონდათ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" პარტიას შეეფერება.

პერიოდულად რაღაც რეკლამებზე დაურეკავთ. არ დავთანხმდი, რადგან შეურაცხმყოფელ თანხებს გვთავაზობენ, რაზეც ყოველთვის არ ვთანხმდები და მინდა, სხვებიც არ დათანხმდნენ. მსახიობებზეც მინდა ვიზრუნო. მინდა, პატივი გვცენ. ვაპირებ, ამერიკაში წავიდე და ვისწავლო", - განაცხადა მსახიობმა.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი