logo_geo
რუსკა ქარქაშაძე: როცა ვიბრძვი, შედეგსაც ვაღწევ
- +

25 თებერვალი. 2018. 00:40



„რთულია, როდესაც ცილს გწამებენ, ყველას ჰგონია, რომ ეს საქციელი შენ ჩაიდინე და თავს ვერ იძვრენ", - ამბობს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში.

 

„როცა ვიბრძვი, შედეგსაც ვაღწევ. მხოლოდ ერთხელ შევწყვიტე ბრძოლა, რადგან მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. მაშინ პატარა ვიყავი. იმედია, მსგავსი რამ აღარ გადამხდება თავს... საერთოდ, მცირე ასაკიდანვე თავს არავის ვაჩაგვრინებდი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა დაუმსახურებლად ვიღაცას გავუბრაზებივარ, რაც მაშინ დიდ უსამართლობად მიმაჩნდა. რთულია, როცა ცილს გწამებენ, ყველას ჰგონია, რომ ეს საქციელი შენ ჩაიდინე და თავსაც ვერ იძვრენ... მსგავსი პატარ-პატარა უსამართლობები ისე მწყინს, რომ თუ დიდ უსამართლობას გადავაწყდები, ალბათ, ძნელად გადავიტან", - განაცხადა ქარქაშაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი