logo_geo
სოზარ სუბარი: აშკარად იკვეთება, რომ არჩილ ტატუნაშვილის დაკავება იყო უკანონო
- +

26 თებერვალი. 2018. 19:43



„აშკარად იკვეთება, რომ არჩილ ტატუნაშვილის დაკავება იყო უკანონო", - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.


„როგორც ჩანს, ის აწამეს იმისთვის, რომ იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ის დაკავებულია ოკუპანტების მიერ და ცხადია, მის მკვლელობაში მთავარი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. საქართველო ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში დააყენებს ამ საკითხს, თუმცა სანამ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, რაიმე მნიშვნელოვან გარღვევაზე საუბარი ძნელია. ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ადამიანის სიკვდილში, პასუხს აგებს", - განაცხადა სუბარმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი