logo_geo
დოდო გუგეშაშვილი: მკვლელს ან მის ზურგს უკან მყოფ ადამიანებს სურდათ ჩემი ოჯახის ამოწყვეტა და მოახერხეს კიდეც
- +

27 თებერვალი. 2018. 14:24


 

 

„ძალიან ძნელია, ამ ლაბირინთიდან გამოსავალი იპოვო. თავდამსხმელი იმდენად უცნაური გარეგნობის იყო, არაფრით გამოირჩეოდა და რთულია მისი დამახსოვრება", - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. 

 

„ერთი ვიცი და კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მეგრელი ყოფილიყო. მას არ ჰქონია მცირე აქცენტიც კი. სხვათა შორის, არის ადამიანების ნაწილი, რომლებიც ცდილობენ ეს ჩემი უბედურება 90-იან წლებს დაუკავშირონ და ჭრილობები გააღვივონ, მაგრამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მომხდარი იმ მოვლენებს ნამდვილად არ უკავშირდება. სიმართლე გითხრათ, ვერც რუსულ კვალში ვხედავ ლოგიკას, რადგან მე არ გახლავართ გაერთიანებული ჯარების სარდალი, ან იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ამ გზით მომხდარიყო ჩემზე ანგარიშსწორება. არც ოფიციალური პირი ვარ, არც ბატალიონის მეთაური, ან კონტრაქტორი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.


გუგეშაშვილის თქმით, თავდამსხმელთან კომუნიკაცია მხოლოდ თვითონ და თავის შვილს, ნოდარს ჰქონდათ.


„მე თვითონაც არ ვიცოდი, როდის მნახულობდა. ასე მოულოდნელად გამოჩნდებოდა ხოლმე. თავიდან ის ჩემთან შემოვიდა კონტაქტში და ახსენა ჩემი მეგობრების სახელი, რომელთან ერთადაც მე წლები მაქვს გატარებული სანგარში და წინა ხაზზე. ასეთივე წარმატებით მას შეეძლო ეხსენებინა ნებისმიერი სხვა ვეტერანის სახელი. ისინიც გაოგნებულები არიან. მე ჩემს ვეტერანებს სრულად ვენდობი. შესაძლოა, ინტერნეტში მოძებნა რომელიმე მათგანის სახელი და ასე სცადა ჩემთან ნდობაში შემოსვლა. სამწუხაროდ, მე ეს არც გადამიმოწმებია, იმდენად არასერიოზული ჩანდა ყველაფერი. ფაქტია, რომ მკვლელს, ან მის ზურგს უკან მყოფ ადამიანებს სურდათ ჩემი ოჯახის ამოწყვეტა და მოახერხეს კიდეც - ერთადერთი შვილი მომიკლეს. ამის მიუხედავად, მე მჯერა, რომ გამოძიება მკვლელს იპოვის და ეს საქმე  გაიხსნება", - განაცხადა გუგეშაშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი