logo_geo
თამუნა ნიკოლაძე: „თავისუფალი თეატრი“ მაყურებელს „კომედიანტებით“ დაუბრუნდება
- +

27 თებერვალი. 2018. 15:52



მსახიობი თამუნა ნიკოლაძე „თავისუფალი თეატრის" გახსნის მოლოდინშია, რაზეც ჟურნალ „სარკესთან" ისაუბრა.


„31 მარტს გრანდიოზულად გაიხსნება, იქნება სამი სცენა - ერთი დიდი და ორი პატარა. თეატრი გაიხსნება სპექტაკლით „კომედიანტები", რითიც 2000 წელს გაიხსნა. ასევე ბევრი ახალი რეჟისორი დგამს სპექტაკლებს. ერთ-ერთია ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი იოანე ხუციშვილი, რომლის სპექტაკლსაც ერქმევა „მუდამ ერთად", სადაც ვთამაშობთ მე და ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ნინო ფილფანი.

 

ამ ახალ სპექტაკლთან დაკავშირებით, პრემიერას ვგეგმავთ აპრილში. შემოთავაზება გვაქვს რამდენიმე ფესტივალიდან და სად დაიგეგმება წასვლა, ჯერ არ ვიცი", - განაცხადა თამუნა ნიკოლაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი