logo_geo
სოზარ სუბარი: კონკრეტული გადაწყვეტილება ჩაბუქის ექსტრადიციის ან არაექსტრადიციის შესახებ მიღებული არ არის
- +

27 თებერვალი. 2018. 18:16



ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების ან არაექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

 

„ერთი წუთით დავუშვათ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს მიუძღვის კონკრეტული დანაშაული, ამ შემთხვევაშიც არსებობს ექსტრადიციის შემაფერხებელი გარემოებები, მაგალითად, თურქეთის ციხეში არასათანადო მოპყრობის ან სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სახით.

 

სამართლიან სასამართლოზე ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს საკმარისი მასალა თურქეთში არსებულ მართლმსაჯულებაზე და ეს ჩვენი უწყების კომპეტენცია არ არის. როგორც იცით, ექსტრადირების გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის სამინისტრო.

 

რაც შეეხება თურქეთის ციხეებში არსებულ მდგომარეობას, დიახ, ამბოხების შემდეგ წამებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება, თუმცა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ისეთმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუციებმა, როგორიც არის გაერო-ს სპეცმომხსენებელი წამების საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ინგლისის შესაბამისი სტრუქტურები, მათ საკუთარ მოხსენებებში დაწერეს, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა, თუმცა საქართველოს სახელმწიფომ დამატებით მოითხოვა დიპლომატიური გარანტიები, რომ, თუ ექსტრადიცია განხორციელდება, ეს ადამიანი არ დაექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას. იმ შემთხვევაში, თუ ჩაბუქი თურქეთის ციხეში აღმოჩნდება, საქართველოს კონსულს უფლება ექნება, ნებისმიერ დროს მოინახულოს ციხეში და შეამოწმოს მისი მდგომარეობა. თუმცა, ეს თეორიულად... ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება მისი ექსტრადიციის ან არაექსტრადიციის შესახებ მიღებული არ არის. არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო კრიტიკულები არიან ყველა ქვეყნის, მათ შორის დემოკრატიული ქვეყნების მიმართაც, ვიდრე გაერო-ს სპეცმომხსენებელი, რომელსაც ნებისმიერ ციხეში შესვლისა და ადგილზე სიტუაციის შესწავლის უფლებამოსილება აქვს", - განაცხადა სუბარმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი