logo_geo
ირმა ინაშვილი: იმას ნუ მივაწერთ შს მინისტრს, რაც არ უგულისხმია
- +

22 დეკემბერი. 2016. 23:14



ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სიტყვა ბალასტი იმ ადამიანების მიართ გამოიყენა, ვინც სამინისტროს ჩრდილს აყენებს.


ამის შესახებ ინაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" ჩართვის დროს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


„იმას ნუ მივაწერთ შს მინისტრს, რაც არ უგულისხმია",- განაცხადა ინაშვილმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამინისტროში კადრების შემცირება ასე უპასუხა:


 „ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან.

 

ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, თუკი ასეთები იქნებიან. ასევე გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან განვითარების იმ ტემპს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკვე წელს", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

big_banner
არქივი