logo_geo
სოსო შატბერაშვილი: ბაზრობებს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძოდა!
- +

28 თებერვალი. 2018. 13:04



„მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემაში „თავისუფალი სივრცე" ხანძრებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა. შატბერაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება არის უმოქმედო.


„ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ ის ორგანიზაცია, რომლებიც აი, ამ ბაზრობებს ებრძოდა სისტემატურად, მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უნდოდათ მათი აყრა, ქალაქიდან გაყრა და ჩვენ, მაშინდელი „ლეიბორისტები" საკრებულოს და შემდეგ პარლამენტის წევრები, „ნაციონალური მოძრაობისგან" ვიცავდით ამ ბაზრობებს.

 

რაც შეეხება გაჩენილ ხანძრებს, ის არამარტო ბაზრობებზე, არამედ ტყეშიც გაჩნდა და გადაიწვა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, მძიმე მოვლენაა და ხელისუფლებამ ამაზე უნდა იმუშაოს, რომ ეს ხანძრები აღიკვეთოს. მაგრამ, რაც შეეხება ბაზრობებზე გაჩენილ ხანძრებს, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცები ერთმანეთის კონკურენტი არიან და ვიღაცის ბოროტი ხელის ძალით აჩენს მათ. მე გამომძიებელი არ ვარ და ამაზე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს. ასევე ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ ხელისუფლება არის უმოქმედო. მაგალითად, ბოლო ორ ხანძართან დაკავშირებით გეტყვით, ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე" დიდუბის გამგებელი იმ წუთასვე იქ გაჩნდა და რეალური დახმარება გაუწია დაზარალებულებს და ახლაც, როგორც კი ეს ხანძარი გაჩნდა", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.


 

big_banner
არქივი