logo_geo
აკაკი ზოიძე: არსებობენ ჯიუტი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კანონს არ დაიცავენ!
- +

1 მარტი. 2018. 03:19


 

„პირველ ჯერზე, მეპატრონემ მოქალაქეს, რომელიც დახურულ შენობაში მოწევს, გაფრთხილება უნდა მისცეს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პატრულს გამოუძახოს", - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

 

„არსებობენ ჯიუტი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კანონს მაინც არ დაიცავენ. ამ შემთხვევაში, მეპატრონემ პატრული უნდა გამოიძახოს და ასეთ ადამიანს რესტორნიდან ერთხელ და ორჯერ რომ გამოაბრძანებენ, ბოლოს სიჯიუტეც გაუქრება. სლოვენიის პარლამენტში იყო ერთი ლიბერტარიანული იდეოლოგიის დეპუტატი, რომელიც პარლამენტში დადიოდა და ეწეოდა. სენსაციისთვის, მან ჟურნალისტები ერთი კვირის განმავლობაში შეაგროვა, მერე კი დასცინეს, მერე მასხრად აიგდეს და ერთი წლის თავზე აღარ აირჩიეს", - განაცხადა ზოიძემ.



 

big_banner
არქივი