logo_geo
ჯემალ ჭკუასელი: მართლმადიდებლობის არდაცვა ჩვენთვის მომაკვდინებელია!
- +

2 მარტი. 2018. 13:57



„ანდერძად ვტოვებ: მართლმადიდებლობის არდაცვა ჩვენთვის მომაკვდინებელია!" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო არტისტმა ჯემალ ჭკუასელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


„არ ვიცი, იქით რა მელოდება, მაგრამ სიკვდილის მონა არ ვარ, ღირსეულად ვცხოვრობ და ღირსეულად მოვკვდები. ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ: როცა დრო მოვა, წვალების გარეშე წამიყვანოს ამქვეყნიდან. ჯერჯერობით ენერგია მაქვს და კიდევ 20 წელი მინდა, ჩემს ხალხს ვემსახურო. ჩემს მეუღლეს ვეხუმრები ხოლმე, დღეიდან კიდევ 100 წელი ვიცოცხლოთ-მეთქი.

 

სიცოცხლისა და სიკვდილის ყველა საიდუმლო უფლის ხელშია. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და რასაც ჩემი ეკლესია მიწესებს, იმას მივყვები. გული მტკივა, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში ხდება, ყველა ნათლად ვხედავთ, რა გამძაფრებულია შეტევა. როგორ შეიძლება, ვცხოვრობდეთ საქართველოში, ქართველები გვერქვას და არ დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება?! ანდერძად ვტოვებ: მართლმადიდებლობის არდაცვა ჩვენთვის მომაკვდინებელია!" - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი