logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: პასპორტში ეროვნების გრაფაც უნდა აღდგეს და მამის სახელიც!
- +

2 მარტი. 2018. 17:51



„ქართული მარშის" ინიციატივით ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, რათა საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გადაწყდეს პასპორტში ეროვნების გრაფის აღდგენის საკითხი. ამ საკითხზე აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„მე თუ მკითხავ, პასპორტში ეროვნების გრაფაც უნდა აღდგეს და მამის სახელიც! სხვათაშორის, 1999 წლის პარლამენტში ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ ეროვნების გრაფის აღდგენისთვის, ორი მოსმენითაც გავიარეთ ეს საკითხი, მაგრამ ბოლოს სააკაშვილი შემოვარდა თავისი ბანდით და გამოგვყარეს პარლამენტიდან. „ვარდების რევოლუცია" რომ არა, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდით!

 

ეროვნების გრაფის გაუქმება იყო სოროსელ-გლობალისტთა მოთხოვნაც და დაკვეთაც! მიზანი მარტივია: ქართველებში ეროვნული იდენტობის, ეროვნულობის წაშლა და ამოშანთვა! რატომ არ უნდა მეწეროს მე პასპორტში ჩემი ეროვნება და მამის სახელი, როდესაც აგერ, ზოგიერთ ძაღლს, 8 და 10 წინაპრის ვინაობა უწერია თავის ძაღლურ პასპორტში?! ეს არ არის დაცინვა?

 

დარწმუნებული ვარ, როგორც კი ეროვნების გრაფა აღდგება, ბევრი არაქართველი ქართველად ჩაეწერება!" - განაცხადა ჯაველიძემ.


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი