logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით უწმინდესის ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია!
- +

3 მარტი. 2018. 00:41


 

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, უწმინდესის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რბილი ძალა და ინსტრუმენტები, რომელიც რუსეთს აქვს, ქართულ საზოგადოებაში ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება", - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში" სტუმრობისას განაცხადა.


„ვინ რა მიზნებს ემსახურება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უმრავლესობის გამოხმაურება. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი ტიპის ინსტრუმენტებით საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა ვერ მოხდება. ჩვენმა საზოგადოებამ განვითარების გზა აირჩია. ეს არის კოლექტიური სიბრძნე. ეს გზა თავისუფლების გზაა. გზა, რომლითაც საბჭოთა წარსულში არ დავბრუნდებით და მხოლოდ განვითარებული მომავლისკენ, ევროპული მომავლისკენ ვივლით", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




 

big_banner
არქივი