logo_geo
საშიშია თუ არა WiFi-ს გამოსხივება?
- +

3 მარტი. 2018. 12:46


 


ნებისმიერი სახის გამოსხივების მიმართ ადამიანებს შიშნარევი დამოკიდებულება აქვთ. მათ შორის ბევრს აწუხებს კითხვა - არის თუ არა მავნე ლოკალური ქსელის ტექნოლოგია WiFi.

 

ეს რადიოსიხშირული გამოსხივებაა და როუტერს ის ბევრად სუსტი აქვს, ვიდრე მობილურ ტელეფონს. მობილური ტელეფონებისაგან მოდის არაიონიზებული რადიოსიხშირული გამოსხივება, რომელიც 100%-ით შესწავლილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ტელეფონისგან მომავალი ტალღებიც ბევრად სუსტია, ვიდრე იონიზებული გამოსხივება, რომელიც რენტგენული სხივების (ინფრაწითელი და გამა-გამოსხივების) მსგავსია და ორგანიზმის ქსოვილებში შეღწევა და დნმ-ის სტრუქტურის შეცვლით უჯრედების დაზიანება შეუძლია.


თუმცა, არიან ადამიანები მაღალი ელექტრომაგნიტური მგრძნობელობით („ვაიფაიზე ალერგიით"). მათ ჩართული WiFi-ს ფონზე უჩნდებათ სხვადასხვა სიმპტომები: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, სისუსტე, უძილობა, გამონაყარი, გულისრევა და სხვა. მაგრამ კვლევებით გაირკვა, რომ ასეთი ადამიანები ცუდად ხდებოდნენ მაშინაც, როდესაც არაფერი იყო ჩართული.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი