logo_geo
ლევან კოჭლოშვილი: „რუსთავი 2“-მა ჩვეული პროვოკაციული მეთოდით კვლავ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
- +

3 მარტი. 2018. 18:59



 

„ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა ჩვეული პროვოკაციული მეთოდით კვლავ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამჯერად გიორგი სანაიას 17 წლის წინათ მომხდარი მკვლელობა წამოსწია და მაშინდელი ტრაგედიისთვის ახალი ელფერის მინიჭება სცადა", - ამის შესახებ თელავის საკრებულოს დეპუტატმა ლევან კოჭლოშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„გეტყვით, თუ ვინ არის პატიმარი კოტე ციხისთავი, რომელზე დაყრდნობითაც სკანდალის აგორებას ცდილობდნენ და რა მიზანს ისახავს „ნაცების" მორიგი პროვოკაცია.

 

პატიმრობიდან თავის დასაღწევად კრიმინალებს სჩვევიათ ვერსიების შეთხზვა, რათა საზოგადოებისა და ძალოვანი ორგანოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ისინი ევაჭრებიან ხოლმე პროკურატურას, რომ სასჯელის მოკლების ან სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ გაახსნევინებენ სხვა დანაშაულს, რომლის შესახებაც ინფორმაცია გააჩნიათ. ციხეში მყოფი კრიმინალები არცთუ იშვიათად მზად არიან, ვინმეს ცილი დასწამონ, ოღონდ ეს ნაბიჯი სამართალდამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ჩაეთვალოთ. სააკაშვილის რეჟიმის დროს თავად ძალოვანები უბიძგებდნენ პატიმრებს ასეთი უღირსი საქციელისკენ. ვფიქრობ, კოტე ციხისთავი „ნაცებმა" გააბრიყვეს და ავანტიურაში ჩართეს, სანაცვლოდ კი თავისუფლების მოპოვებაში დახმარება აღუთქვეს", - განაცხადა კოჭლოშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი