logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: ცხადია, მე მირჩევნია, რომ აფხაზეთით და სამაჩაბლოთი შევიდეთ NATO-ში, მაგრამ...
- +

4 მარტი. 2018. 01:56



„NATO-სკენ სვლა თავად რუსეთმა გვაიძულა" - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ინტერესები რუსეთისგან ძალიან შორს დგას.


„დღეს ჩვენი ინტერესები ძალიან შორს არის რუსეთისგან, რუსეთი ნომერ პირველი საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ცხადია, მე მირჩევნია, რომ აფხაზეთით და სამაჩაბლოთი შევიდეთ NATO-ში, მაგრამ ოკუპირებული რომ აქვს რუსეთს?! რა გავაკეთოთ, საერთოდ არ გადავდგათ ნაბიჯი არსაით?! ახლა გავწევრიანდეთ მე-5 მუხლის შეჩერებით და შემდეგ იქნებ აფხაზებმა და ოსებმა მოინდომონ კიდეც NATO-ს წევრ სახელმწიფოში გაწევრიანება ჩვენ ხომ ეს წინასწარ არ ვიცით?!

 

იმ ნაწილს მინდა მივმართო, ვინც გვამუნათებს, რომ ჩვენ საქართველოს იმ ნაწილს ვთმობთ, რომელიც მავთულხლართების მიღმაა მოქცეული რუსეთის მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანის პირველმა კანცლერმა, შორსმჭვრეტელმა კონრად ადენაუერმა, როდესაც მას შესთავაზეს გერმანიის გაერთიანება, მან უპასუხა: მე მირჩევნია ნახევარი გერმანია მთლიანად, ვიდრე მთელი გერმანია სანახევროდ. დღეს გერმანია ერთიანი სახელმწიფოა. ამით იმის თქმა მინდა, რომ დაცულ საქართველოს, წინ წასულ საქართველოს ბევრად მეტი პერსპექტივა აქვს, რომ გაერთიანდეს, ვიდრე ამ პირობებში, რომელშიც დღეს ვართ", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი