logo_geo
გიორგი გახარია: ჩვენი რეგიონი სულ უფრო და უფრო მეტი რისკის შემცველი ხდება...
- +

4 მარტი. 2018. 23:38


 

„ჩვენი რეგიონი სულ უფრო და უფრო მეტი რისკის შემცველი ხდება და საზღვრის მართვის მიმართულებით გარკვეული ცვლილებებია საჭირო", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გადაცემაში „ახალი კვირა" განაცხადა.


„რეგიონში სიტუაცია იცვლება. ჩვენი რეგიონი საკმაოდ მაღალი ხარისხის რისკებს გენერირებს. სწორედ ამიტომ დავაანონსეთ რეფორმა სასაზღვრო პოლიციაში, რომლის ძირითადი მიზანი საზღვრის ეფექტური ინტეგრირებული მართვა გახლავთ და რომლის განხორციელებაც დავიწყეთ. საზღვრის ეფექტურ ინტეგრირებულ მართვას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება, რომლის მობილიზებასაც მაქსიმალურად ვცდილობთ.

 

გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტულ სექტორებზეა გათვლილი და სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რამეთუ ეს საერთო ინტერესია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


 

big_banner
არქივი